Monthly Archives: September 2015

Experimental exhibition space
Moving Gallery by Project ArtBeat

1 - m

Moving Gallery by Project ArtBeat and online gallery were established simultaneously. The presentation of the webpage (www.projectartbeat.com) and Moving Gallery was organized in Tbilisi, October, 2014. Moving Gallery is a so called shipping container made of iron. It stops in various locations for every new project. Artists have an opportunity to carry out innovative art projects created especially for this space. The interior of this container changes extremely according to every following exhibition. Three interesting projects have been represented at Moving Gallery since October, 2014. You can read more about these events on our blog.

2  3 - m

We have talked to co-founders of Project ArtBeat Natia Bukia, Salome Vakhkania and Natia Chkhartishvili about Moving Gallery.

 

Mariam Loria- How was the idea of Moving Gallery born?

Salome Vakhania– When it was decided to establish an online gallery, we started thinking of a psychical space. Our willingness was not to have a traditional room with white walls, we wanted something different. As an online gallery is available for everyone who has access to internet, we decided to bring the physical space of the gallery closer to people. So the idea of Moving Gallery was born. The Glass Tea House Mondrian by Hiroshi Sugimoto was the source of inspiration for this project and this idea was sophisticated with the support of architectural company Multiverse Architecture (MUA). As Project ArtBeat grew, the idea to use spaces which were not initially considered as galleries was born. We will be using one more interesting space as a gallery next year.

Natia Bukia– All the exhibitions and art movements arranged in Georgia are held mainly in the capital city. Accordingly, people living out of Tbilisi don’t have any access to contemporary art. As interaction with art was the significant part of our lives before opening the gallery, we wished to give this opportunity to as many people as it was possible. Therefore, the main purpose of the gallery was to be mobile and get closer to people. It is possible to transport the gallery and the exhibition represented there to different places.  The space of the container itself is very interesting for the artists. Here the site-specific expositions are created.

4 (1)  5

M. L. – What is the purpose of the Moving Gallery? What kind of projects are being made in this space?

N. B. – The main goal of the Moving Gallery is to arrange the exhibitions of contemporary art and to bring them to those people who have no access to art. At the same time as I have already mentioned, the idea of the gallery is to organize the exhibitions in such places where contemporary art galleries and museums don’t function. In fact, Moving Gallery by Project ArtBeat doesn’t have commercial purposes.

S. V. – The list of projects are diverse. We have no limited criteria while selecting them. The main thing is the idea to be interesting. The container is a skeleton on which the artist together with the curator builds an exposition.

 

M. L. – How do you find artists whose works are exhibited in the container?

Natia Chkhartishvili: The container is open to the artists presented at our online gallery as well as to other interesting artists. Mostly, the selection of the artists and project ideas are carried out by the initiative of co-founders and curators of the gallery. Afterwards, we offer the artist to create a work particularly for our Moving Gallery. It often happens that we contact foreign artists, whose works are interesting for us and give them information about our gallery. Bringing foreign artists, cooperating with them and presenting their artworks are very interesting for us.

 

M. L. – What are your relations with the artist who are represented at the gallery?

N. B. – We try to have friendly relationship with our artists. In fact, we have formed family relations with the artists with whom we have been cooperating and participating in international art fairs very actively. We help each other in every matter. At the same time we highlight their activities and exhibitions on our blog and social media.

S. V. – Our aim is to help our artists in creative process. Our gallery doesn’t restrict them, the opposite we give them freedom to participate in other interesting projects.

6   7

M.L. – Does Moving Gallery have permanent visitors? Who attends your exhibitions? Are these projects focused on a particular segment of audience?

N.B. – Art is for anyone. There is no demographic or geographic division and there shouldn’t be any. We oppose the statement that art should be accessible only for those people who are keen on these processes and understand a lot about art. On the contrary, we don’t want our exhibitions to be aimed only at the particular segment.

 

M. L. – What are your plans in the container? On what other events Project ArtBeat is working?

N. CH. – We are going to organize several projects for our container in Tbilisi as well as in other locations. At the moment we are keeping the details in secret.

The main part of our strategy is that we actively participate in International art fairs. Our goal is the popularization of Georgian contemporary art. From September to November we are going to take part in four art fairs such as: ArtInternational, Istanbul, Turkey, START Art Fair, London, Great Britain, YIA ART FAIR, Paris, France, Contemporary Istanbul, Turkey.

Also, in October, 2015, at Moving Gallery, we are planning an exhibition of an interesting artist David Meskhi living in Berlin, Germany. A new project by the Bouillon Group will be presented at Moving Gallery during 2nd TBILISI TRIENNIAL at the end of October.

_DSC6002   _DSC5527

 

Photos by Sandro Sulaberidze and Nia Gvatua

Mariam Loria

September 2015

ექსპერიმენტული საგამოფენო სივრცე
Project ArtBeat -ის მოძრავი გალერეა

1 - m

Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა  დაარსებიდან ონლაინ გალერეის პარალელური პროექტია. ვებ გვერდის www.projectartbeat.com და მოძრავი გალერეის პრეზენტაცია ერთდროულად  მოეწყო 2014 წლის ოქტომბერში, თბილისში.

მოძრავი გალერეა არის რკინის ე.წ. საზღვაო კონტეინერი, რომელიც ყოველი ახალი პროექტისთვის განსხვავებულ ადგილას ჩერდება. გალერეის სივრცეში არტისტებს აქვთ  ექსპერიმენტული, სპეციალურად ამ სივრცისთვის შექმნილი არტ პროექტის განხრციელების შესაძლებლობა. კონტეინერის ინტერიერი რადიკალურად იცვლება ყოველი მომდევნო ექსპერიმენტის შესაბამისად. 2014 წლის ოქტომბრიდან გალერეაში უკვე 3 საინტერესო პეროექტი იყო წარმოდგენილი. მათ შესახებ სათითაოდ შეგიძიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგზე.

2  3 - m

მოძრავი გალერეის შესახებ მის დამფუძნებლებს ნათია ბუკიას, სალომე ვახანიას და ნათია ჩხარტიშვილს ვესაუბრე.

 

მარიამ ლორია – როგორ გაჩნდა მოძრავი გალერეის გაკეთების იდეა?

სალომე ვახანია – ონლაინ გალერეის გაკეთება რომ გადაწყდა, შემდეგ დავიწყეთ ფიქრი ფიზიკურ სივრცეზე. არ გვინდოდა ტრადიციული ოთახი, თეთრი კედელი, რასაც დაემატა ის, რომ ონლაინ გალერეა ყველასთვის მისაწვდომია ვისაც კი ინტერნეტთან აქვს კავშირი. ამიტომ გვინდოდა ფიზიკური გალერეაც ხალხთან მაქსიმალურად ახლოს მისულიყო. აქედან წამოვიდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა მოძრავი გალერეა. ინსპირაციის წყარო იყო ჰიროში სუგიმოტოს “The Glass Tea House Mondrian”. იდეა დაიხვეწა არქიტექტურული კომპანიის Multiverse Architecture (MUA) დახმარებით.

Project ArtBeat საგამოფენოდ ისეთ სივრცეებს იყენებს, რომლების პირველადი ფუნქცია არ ყოფილა გალერეად  ყოფნა. მომავალ წელს კიდევ ერთი საინტერესო სივრცის გამოყენებას ვგეგმავთ.

ნათია ბუკია – საქართველოში რაც კი ხელოვნების სფეროში გამოფენები კეთდება და მოძრაობაა, ძირითადად დედაქალაქზეა ორიენტირებული.  შესაბამისად თბილისს გარეთ მცხოვრებლებს არ აქვთ თანამედროვე ხელოვნებისადმი ფაქტიურად არანაირი წვდომა. რამდენადაც გალერეის გახსნამდეც ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ხელოვნებასთან ინტერაქცია,  გვინდოდა მაქსიმალურად მეტი ადამიანისთვის მიგვეცა ამის შესაძლებლობა საქართველოში. ამიტომ მთავარი მიზანი იყო, რომ გალერეას ემოძრავა, ხალხთან მისულიყო.გალერეის და მასში მოწყობილი გამოფენის წაღება სხვადასხვა ადგილას შეიძლება. თვითონ კონტეინერის სივრცე ძალიან საინტერესოა ხელოვანებისთვის. აქ ძირითადად სივრცეზე სპეციალურად მორგებული ექსპოზიციები კეთდება.

 4 (1)   5

მ.ლ. – რა მიზანი აქვს მოძრავ გალერეას? რა ტიპის პროექტები კეთდება ამ სივრცეში?

.ბ. – მოძრავი გალერეის მთავარი მიზანია თანამედროვე ხელოვნების გამოფენების მოწყობა და ამ გამოფენების იმ ხალხთან მიტანა, ვისაც საერთოდ არ აქვს წვდომა ხელოვნებასთან. ასევე, როგორც უკვე ვთქვი,  გალერეის მიზანია, ისეთ ადგილებში გამოფენის მოწყობა, სადაც თანამედროვე ხელოვნების გალერეა და მუზეუმი არ ფუნქციონირებს. მოძრავ გალერეას ფაქტიურად არანაირი კომერციული დატვირთვა არ აქვს.

.ვ.– პროექტების სია მრავალფეროვანია, მათი შერჩევისას არ გვაქვს შეზღუდული კრიტერიუმები. მთავარია იდეა იყოს საინტერესო. კონტეინერი ჩონჩხია, რაზეც არტისტი კურატორთან ერთად ექსპოზიციას აგებს.

 

მ.ლ. – როგორ პოულობთ არტისტებს, ვინც კონტეინერში გამოიფინება?

ნათია ჩხარტიშვილი– კონტეინერი ღიაა როგორც ჩვენს ონლაინ გალერეაში წარმოდგენილი ხელოვანების, ისე სხვა საინტერესო არტისტებისთვის.  ძირითადად ჩვენი, გალერეის დამფუძნებლების და  კურატორის ინიციატივით ხდება არტისტების და პროექტის იდეების შერჩევა და შემდეგ უკვე ხელოვანს ვთავაზობთ, რომ კონკრეტულად მოძრავი გალერეისთვის გააკეთოს ნამუშევარი. ხშირად უცხოელ არტისტებს, ვისი ნამუშევრებიც მოგვწონს, ჩვენ თავად ვუკავშირდებით და ვაცნობთ ჩვენს გალერეას.

ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უცხოელი არტისტების ჩამოყვანა, მათთან თანამშრომლობა და მათი ნამუშევრების ჩვენება.

 

მ.ლ.- რა ურთიერთობა გაქვთ არტისტებთან რომლებსაც გალერეა წარმოადგენს?

.ბ. – ვცდილობთ ჩვენს არტისტებთან, მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს. იმ არტისტებთან,  რომლებთანაც უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ, გამოფენებზეც და საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობებზეც  ერთად დავდივართ, ფაქტიურად ოჯახური ურთიერთობა ყალიბდება. ჩვენ ერთმანეთს ყველაფერში ძალიან ვეხმარებით.

ასევე ჩვენს ბლოგზე და სოციალურ ქსელებში მაქსიმალურად ვაშუქებთ მათ აქტივობებს, გამოფენებს.

.ვ. – ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად შევუწყოთ ხელი ჩვენს არტისტებს შემოქმედებით პროცესში. ჩვენი გალერეა არ ზღუდავს მათ, აძლევს მათ თავისუფლებას, რომ სხვა საინტერესო  პროექტებშიც მიიღონ მონაწილეობა.

6   7

მ.ლ. – ყავს მოძრავ გალერეას მუდმივი დამთვალიერებელი? ვინ დადის თქვენს გამოფენებზე? საზოგადოების რომელიმე სეგმენტისთვის არის გათვლილი ეს პროექტი?

.ბ. – ხელოვნება არის ყველასთვის, არანაირი დემოგრაფიული ან გეოგრაფიული  გაყოფა არ არსებობს და არც უნდა არსებობდეს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ ხელოვნება მხოლოდ იმ ხალხისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ვინც ამ პროცესებში გარკვეულია და ბევრი გაეგება.  ამიტომ პირიქით, საერთოდ არ გვინდა, რომ რაიმე კონკრეტული სეგმენტისთვის იყოს გამიზნული ჩვენი გამოფენები.

 

მ.ლ. – რა გეგმები გაქვთ კონტეინერში? კიდევ რა პროექტებზე მუშაობს Project ArtBeat?

.ჩ.– შემოდგომაზე კონტეინერში რამდენიმე პროექტს ვგეგმავთ როგორც თბილისში ისე სხვა ლოკაციებზე. ჯერ დეტალებს არ გავამხელ.

ჩვენი სტრატეგიის მთავარი ნაწილია, რომ აქტიურად დავდივართ საერათაშორისო ხელოვნების ბაზრობებზე. სადაც ჩვენი მიზანია ქართული თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით ოთხ ბაზრობაზე მივდივართ. ესენია: ArtInternational, სტამბული, თურქეთი,  START, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, YIA, პარიზი, საფრანგეთი, CI,  სტამბული, თურქეთი.

ასევე წელს, ოქტომბერში მოძრავ გალერეაში დავით მესხის –  ძალიან საინტერესო, ბერლინში მცხოვრები არტისტის  გამოფენა გვექნება.   ოქტომბრის ბოლოს თბილისის მეორე ტრიენალეზე მოძრავ გალერეაში წარმოდგენილი იქნება ჯგუფი ბულიონის ახალი პროექტი.

_DSC6002  _DSC5527

 

სანდრო სულაბერიძის და ნია გვათუას ფოტოები

მარიამ ლორია

სექტემბერი 2015