თანამედროვე ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი არტ ვილა გარიყულაში – Fest I Nova G15

1  amerikis pavilioni

19 სექტემბერს არტ ვილა გარიყულაში ძმების ზდანევიჩების სახელობის 2015 წლის ფესტივალი გაიხსნა. 30-მდე პროექტი ღია ცის ქვეშ, არტ ვილის ეზოში დგას. ნამუშევრები ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ ნახოთ.

არტ ვილა გარიყულაში, ბალგარსკების სასახლეში, უკვე  15 წელია ფუნქციონირებს. არტისტული რეზიდენცია მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს არტისტებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის ტერიტორია თეძმის ხევის ჯადოსნურ ლანდშაფტში იწერება.  გარიყულაში ჩასულ ადამიანებს ეს ადგილი სამუდამოდ ამახსოვრდებათ.  სასახლის და ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ  ჩვენი შარშანდელი პოსტი.

12010499_1534397150183653_1477428068037510245_o  salome vaxania dominik furis namushevartan

წლევანდელი ფესტივალის შესახებ თხრობას მაისიდან დავიწყებ, იმ დღიდან, როცა ღია კონკურსი გამოცხადდა და ფესტივალის კონცეფცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

აი ისიც:

„ადამიანები გამუდმებით ცდილობენ დაძლიონ მიზიდულობის ძალა და გადაკვეთონ საზღვარი, რომელსაც გრავიტაცია ქმნის, თუმცაამას ყველა სხვადასხვანაირად ახერხებს. ზოგი მთვარისკენ მიმართულ რაკეტაში ჯდომით, ზოგი ფორმულა 1-ის მანქანაში გასაოცარისისწრაფის განვითარებით, ზოგი კი წარმოსახვაში, სიზმრებში, შემოქმედების პროცესში. ყველა ეს პროცესი ერთნაირად საინტერესოა,რადგან საერთო მიზანი ყველა მათგანში სხვადასხვანაირად მიიღწევა.
ჩვენ ვიცით, რომ g-12 ის მაქსიმუმია, რასაც ადამიანის სხეული აჩქარებისას უძლებს და რაც, მაგალითად, კაფსულაში მჯდომ ადამიანსშეუძლია განავითაროს თუმცა ადამიანის მიერ სიზმარში ან შემოქმედების პროცესში განვითარებული აჩქარების კოეფიციენტი გაზომვასარ ექვემდებარება. ჩვენ არ ვიცით რა არის G-ს მაქსიმუმი ადამიანის გონებისათვის.
ამიტომ სიმბოლურად ვიღებთ G-15-ს, მდგომარეობას, როცა სხეულს აღარ შეუძლია გაუძლოს უფრო ძლიერ აჩქარებას, თუმცა გონებაითხოვს მეტს, როცა ადამიანი დგას ცნობიერისა და არაცნობიერის ზღვარზე.”

lia bagrationi

ღია კონკურსის წესითგანსახილველად  ფესტივალში მონაწილეობის მსურველების უამრავი იდეა შევიდა, საიდანაც ჟიურიმ და ფესტივალის კურატორმა ანა გაბელაიამ  არტ ვილა გარიყულას გარემოსთვის საუკეთესო პროექტები შეარჩიეს. ფესტივალზე ფუნქციონირებს სხვადასხვა ინსტიტუციების და ქვეყნების პავილიონები, სადაც ღია კონკურსის წესით არჩეულ პროექტებთან ერთად ასევე ფესტივალის კონცეფციიდან გამომდინარე რამდენიმე პროექტი დაიგეგმა.  გამარჯვებული პროექტების ავტორები რიგრიგობით ჩადიოდნენ და არტ რეზიდენციის ეზოს კურატორთან ერთად ათვალიერებდნენ, რომ მათი იდეებისთვის შესაფერისი ადგილები ერთად შეერჩიათ. შემდეგ უკვე პატარ-პატარა ჯგუფები რამდენიმე დღით სახლდებოდნენ გარიყულაში.

არტ რეზიდენციაში ცხოვრება და ფესტივალისთვის მზადება მთელი ამ ღონისძიების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. უკვე 15 წელია Fest I Nova უამრავ ქართველ და უცხოელ არტისტს მასპინძლობს. ფესტივალის დაწყებამდე 1 კვირით ადრე არტ ვილის ბინადრების რაოდენობამ 60-ს მიაღწია. არტისტები და მოხალისეების გუნდი ერთმანეთს ეხმარებოდნენ. აზრების და იდეების გაცვლა-გამოცვლა ჩაფიქრებული პროექტების ტრანსფორმაცია და არტვილის ჯადოსნურ ატმოსფეროში ამ ყველაფრის ორგანულად ჩაწერა თანაცხოვრების და ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე არტ ვილის დამფუძნებელი და ფესტივალის დირექტორი ყარამან ქუთათელაძე წერს:

ძალისხმევა გადატვირთვის ზღვარზე უტოპიას რეალობად აქცევს. ის სოფლად პოულობს თავისუფალ სივრცესდა ინოვაციის ფაბრიკას აშენებს.  არტისტები  ახალ განზომილებაში ახდენენ გარღვევას, რომელსაც თავადვექმნიან: სასახლე საამქროდ იქცევა,  ეზო – სამშენებლო მოედნად, ბაბილონი ერთ ენაზე იწყებს მეტყველებს,განსხვავებული ხედვები ერთიანი მექანიზმის დეტალებად ეწყობა.

შემოქმედებითი იდეით გამოწვეული მეტამორფოზა Fest I Nova G-15 ის მთავარი მიზანია; G-15 „გარიყულას“მუდმივი მდგომარეობაა,  რომელიც 2015 წლის  ფესტივალით  არსებობის 15 წელს აღნიშნავს.

ფესტივალის კონცეფციიდან გამომდინარე პროექტებში აცენტი მიწიერების, მიზიდულობის დაძლევაზე და ფანტაზიის და შემოქმედების ძალაზეა გადატანილი. მთელი ეზოს ტერიტორიაზე მაღალი ბალახები მოთიბული ბილიკებით არის დასერილი. ბილიკები გზას გვიჩვენებს პავილიონების და ნამუშევრებისკენ. უამრავი ნამუშევრიდან ზოგი დღის განათებაზე იქცევს მნახველების ყურადღებას, ზოგი ვარსკვლავიანი ცის ფონზე ელექტრო განათებით, ვიდეო პროექციის მინათებით უკეთ ჩანს…

ქვემოთ პოსტერებს ნამუშევრების ფოტოებს ნახავთ, მაგრამ ჯობია გარიყულას თვითონ ესტუმროთ 19 ოქტომბრამდე. ადგილზე ჩასულებს  ნამუშევრებთან ერთდ ჯადოსნური ატმოსფერო, არტ ვილა და თეძმის ხევის ლანდშაფტი გელოდებათ.

keramikosebis namushevari  keti davlianidze

nanuka chichua - amerikuli pavilioni  niderlandebis pavilioni

uta beqaia  vajiko chachkhiani

ფოტოები: არტ ვილა გარიყულას ვებგვერდიდან

მარიამ ლორია

21.09.2015

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *