Project ArtBeat ლონდონში ხელოვნების ბაზრობაზე START

11998375_10156142169985595_1549032998_n  12007113_10156009066355035_837768900_n

2015 წლის 10-13 სექტემბერს ლონდონში Saatchi Gallery -ში ხელოვნების ბაზრობა START მეორედ გაიმართა. წელს START-ზე თბილისიდან გალერეა Project ArtBeat იყო წარმოდგენილი.

Project ArtBeat -მა ბაზრობაზე  ტატო ახალკაციშვილის, მაკა ბატიაშვილის, ირაკლი ბუგიანის და სოფო ჩხიკვაძის ნამუშევრები წარადგინა და საზოგადოების და პრესის საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურა.

11998488_10156009066405035_2077303747_n  11995400_10156008837080035_123094755_n (1)

ArtBeat-ის ექსპოზიცია Fragmented აერთიანებდა ნამუშევრებს, რომლებიც მეხსიერების ფრაგმენტებისგან შედგება. ეს ნამუშევრები  რეალობის  შესაძლებელ, მეხსიერებაში არსებულ  ვარიანტს გვთავაზობს. გამოფენაზე წარმოდგენილ საქართველოში დაბადებულ არტისტებს პოსტსაბჭოთა სიტუაციის ტურბულენტური მდგომარეობა აერთიანებს. სურათები, რომლებსაც ისინი ქმნიან, განსხვავებულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეყრდნობა.

IMG_1388 IMG_1391

START ხელოვნების ბაზრობის შესახებ სალომე ვახანიას ვესაუბრე:

მარიამ ლორია –   რითი არის გამორჩეული START ხელოვნების ბაზრობა?

სალომე ვახანია –  მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა გალერეებსა და არტისტებს თავი იჩინონ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სივრცეში. START-ის დამფუძნებლებსა და მონაწილე გალერისტებს შორის ძალიან ახლო, მეგობრული დამოკიდებულებაა, რაც ამარტივებს თანამშრომლობას. მათთან მუშაობა სასიამოვნო და ამასთანავე კოლაბორაციის სახეს იღებს.

11992027_10156142170175595_1155038029_n   IMG_1389

მ.ლ. –  რა მნიშვნელობა აქვს ლონდონში START-ზე   ქართული გალერეის მონაწილეობას?

ს.ვ. –  START ხელოვნების ბაზრობა იმართება ლონდონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გალერეაში Saatchi Gallery, რომელსაც ყოველ დღე ათასობით დამთვარიელებელი ჰყავს. ქართველი არტისტების ამ საგამოფენო სივრცეში მოხვედრა ძალიან მნიშვნელვანი ნაბიჯია მათ კარიერაში. Project ArtBeat-ის გუნდი ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვანი მომენტის მონაწილეები გავხდით. ასევე START-ის დამფუძნებლების დავიდ და სერენელა სიკლიტირებისა (David & Serenella Ciclitira) და დირექტორის ნირუ რათნამის  (Niru Ratnam) სახით Project ArtBeat-მა მნიშვნელოვანი მეგობრები შეიძინა. ისინი ჩვენი გალერეის გულშემატკივრები არიან.  მათგან უანგარო ყურადღება და რჩევები ძალიან დასაფასებელია.

IMG_1407  11998478_10156142170190595_2059433249_n

მ.ლ. –   რა გამოხმაურება ქონდა თქვენს მონაწილეობას ბაზრობაზე? სადმე დაიწერა Project ArtBeat-ის და თქვენი წარდგენილი მხატვრების შესახებ?

ს.ვ. –  გარდა იმისა, რომ ProjectArtBeat-ის მიერ START-ზე წარდგენილი მხატვრების მაკა ბატიაშვილის, ირაკლი ბუგიანის, სოფო ჩხიკვაძის ნამუშევრებს უამრავი მნახველი ჰყავდა და ყოველდღიურად უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას ვიღებდით სტუმრებისგან, ასევე პრესაში მიღებული პოზიტიური გამოხმაურება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. The Art Newspaper-ის სტატიაში, რომელიც START არტ ბაზრობას მიმოიხილავდა ცნობილმა არტკრიტიკოსმა ლუიზა ბუკმა  (Louisa Buck, 2005 წელს Turner Prize-ის ჟიურის წევრი გახლდათ) ძალიან დადებითად მოგვიხსენია. ასევე Artnet News-ის სტატიაში სათაურით 10 Great Reasons to Visit London’s START Art Fair ერთ-ერთი მიზეზი ამ 10-დან გალერეა Project ArtBeat გახლდათ. გარდა უცხოურ პრესაში ასეთი დადებითი გამოხმაურებისა, ჩვენთვის ძალიან გასახარი იყო ქართული პრესის შეფასება.მარიამ

11995496_10156142170455595_1488260957_n  11998217_10156008837060035_1307353450_n

მარიამ ლორია

22.09.2015

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *