Project ArtBeat სტამბულის ხელოვნების ბაზრობაზე ArtInternational 2015

14

მარიამ ლორია- სტამბულში უკვე მეორე ხელოვნების ბაზრობაზე მონაწილეობდით (პირველი CI 2014 იყო), რითი გამოირჩევა ArtInternational

ნათია ბუკია– Art International-ზე უფრო მეტად წარმოდგენილია უკვე საკმაოდ ცნობადი გალერეები, რომლებიც ძალიან კარგ ხელოვნებას აჩვენებენ. ასევე ძალიან ინტერნაციონალური არტ ბაზრობაა.  CI უფრო მეტად ლოკალურ კოლექციონერებზე აკეთებს აქცენტს, ხოლო ArtInternational-ის მთავარი მიზანი საერთაშორისო კოლექციონერების თურქეთით დაინტერესება და სტამბულში ჩამოყვანაა.

18  11997433_10156008839785035_341365223_n

მ.ლ. – რა გამოხმაურება ქონდა ქართველი მხატვრების ნამუშევრებს? კოლექციონერები თუ დაინტერესდნენ? 

ნ.ბ. – ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ, მართლა ვერ ვფარავდი სიხარულს. ბაზრობის გახსნიდან ნახევარ საათში ცნობილმა თურქმა კოლექციონერმა, ჰუმა კაბაჩიმ (Huma Kabakci) იყიდა მაია სუმბაძის სამი ნამუშევარი (ეს ნამუშევრები სტამბულის პერა მუზეუმში იქნება გამოფენილი 2016 წელს). გიო სუმბაძის ფოტოების მთელი სერია კი ძალიან კარგმა პარიზელმა კოლექციონერმა იყიდა, რომლის სახელსაც არ დავასახელებ.

_DSF7489 1

მ.ლ- რამდენად წარმატებული ბაზრობა იყო და კიდევ თუ აპირებთ თურქეთში მსგავს არტ ღონისძიებებში მონაწილეობას?

ნ.ბ.- ჩვენთვის ძალიან წარმატებული ბაზრობა იყო. გარდა იმისა, რომ გაყიდვების კუთხითაც ძალიან წარმატებული იყო, ის არის გასახარი, რომ უკვე ხალხი გვიცნობს და გვცნობს. როდესაც ახალი ნაცნობები თავიანთ მეგობრებს იმ სიტყვებით აცნობენ შენს თავს, რომ ძალიან მოსწონთ, რასაც აკეთებ, რაღაც მხრივ რწმუნდები, რომ სწორ გზაზე დგახარ. აუცილებლად მომავალ წელსაც მივიღებთ მონაწილეობას. ასევე ნოემბერში დაგეგმილი გვაქვს CI-ზე მონაწილეობის მიღება. მაკა ბატიაშვილს, ირაკლი ბუგიანს და დავით მესხს წარვადგენთ.

IMG_3643   IMG_3646

მ.ლ- რატომ არის ეს სივრცე (თურქეთი, სტამბული) თქვენთვის საინტერესო? 

ნ.ბ.- სტამბულის არტ სცენა ძალიან სწრაფად ვითარდება. წლევანდელი ბიენალე ძალიან მაღალი ხარისხის იყო. ასევე სტამბულში არის ძალიან კარგი თანამედროვე ხელოვნების გალერეები, მაგალითად რამპა, რომელიც წელს აღმოვაჩინე და აღვფრთოვანდი. გარდა იმისა, რომ ლოკალური კოლექციონერების ბაზა იზრდება, სტამბული საინტერესო ხდება საერთაშორისო კოლექციონერებისთვისაც. ჩვენც ძალაინ კარგად მიგვიღო სტამბულმა. მოსწონთ რასაც ვაკეთებთ, მოსწონთ ჩვენი არტისტების ნამუშევრები. უკვე გვყავს მუდმივი მყიდველები, რომლებიც ელოდებიან ჩვენს იქ ჩასვლას. ამ მხრივ ეს ქვეყანა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გახდა.

11998462_10156008839805035_1118289420_n  11997967_10156008839895035_1662280286_n

ფოტოები: ნათია ბუკია, ლევან მინდიაშვილი

მარიამ ლორია

სექტემბერი, 2015

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *