Project ArtBeat, Contemporary Istanbul 2014

 

contemporary-istanbul-2014                       logo 2

 

2014 წლის Contemporary Istanbul ხელოვნების ბაზრობაზე Project ArtBeat პირველად წარსდგა როგორც დამოუკიდებელი გალერეა. ArtBeat-ის გუნდმა სტამბულში ხუთი ქართველი არტისტი წარადგინა: მაკა ბატიაშვილი, ირაკლი ბუგიანი, თეა გვეტაძე, სოფო ჩხიკვაძე და ბესო უზნაძე.

CI Booth IKM 107 – ში წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია The Blue Show.  The Blue Show არის გამოფენის აბსტრაქტული, პირობითი სათაური, სადაც ლურჯი ფერი აირეკლება ხუთი არტისტის ნახატებიდან, ფოტოებიდან და შერეულ ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებიდან. სხვადასხვა არტისტის ნამუშევრებში, კონკრეტული მოცემულობებიდან გამომდინარე, ფერს ეცვლება ტონალობა, სტრუქტურა და სიმბოლური მნიშვნელობა.

_DSF5386 _DSF5380

ექსპოზიციამ პრესის და კოლექციონერების ყურადღება მიიპყრო. იტალიურმა წამყვანმა გაზეთმა La Repubblica და Neue Zuricher Zeitung -მა  CI-ზე წარმოდგენილ გალერეებში გამოარჩია Project ArtBeat;  NZZ -ში ირაკლი ბიგიანის უსათაურო (Sovieticum) სერიიდან ერთ-ერთი ნამუშევარი დაიბეჭდა; იგივე ნამუშევარი გამოარჩია  დამოუკიდებელმა კურატორმა ჰუმა კაბაკციმ Artsy.net -დან. Artnet.com ასევე წერდა Project ArtBeat-ის და ქართველი არტისტების ირაკლი ბიგიანის, მაკა ბატიაშვილის და სოფო ჩხიკვაძის შესახებ, რომ ისინი არიან artists-to-watch.

21 ნოემბრიდან projectartbeat.com-ზე შეგიძლიათ იხილოთ CI-ზე წარმოდგენილი ექსპოზიციის ონლაინ გამოფენა – The Blue Show.

DSC06884-67 (1)      new_04      006 (1)

The Corner,50x60cm, oil cavas,2010,400$ (2)                IMG_8392

One thought on “Project ArtBeat, Contemporary Istanbul 2014

  1. Womens Nike Air Max 2011

    Somebody essentially help to make severely posts I’d state.
    That is the first time I frequented your website page and to this point?

    I amazed with the research you made to create this actual post incredible.
    Excellent task!

    Reply

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *