Tag Archives: გორი

ოსკარ მურილოს პროექტი Frequencies საქართველოში

es

2015 წელს ვენეციის 56-ე ბიენალეზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა კოლუმბიელ-ბრიტანელი არტისტის ოსკარ მურილოს პროექტი Frequencies (სიხშირეები). Project ArtBeat დაინტერესდა პროექტით და არტისტს თანამშრომლობა შესთავაზა.

venice  veniceee

ოსკარ მურილო კოლუმბიელ-ბრიტანელი თანამედროვე ხელოვანია, რომელმაც ამ სფეროში თავი ძალიან სწრაფად დაიმკვიდრა და ამიტომ ხშირად 21-ე საუკუნის ბასკიასაც უწოდებენ.

მურილო ლა პაილაში, კოლუმბიაში დაიბადა, დაბაში, რომელშიც მისი ოჯახი შაქრის ლერწმის ქარხანაში მუშაობდა. უკეთესი ცხოვრების ძიებაში მურილოს ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად როდესაც იგი 10 წლის იყო. დიდ ბრიტანეთში მურილო ოფისების დამლაგებლად მუშაობდა რათა ხელოვნების სკოლაში სწავლა შეძლებოდა. მან ბაკალავრის ხარისხი სახვით ხელოვნებაში 2007 წელს ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტში მიიღო, რასაც მაგისტრის ხარისხი მოჰყვა 2012 წელს, ხელოვნების სამეფო კოლეჯში. სწავლის დამთავრების შემდეგ ის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მაგრამ მალე მიატოვა სამუშაო და სამხრეთ ამერიკაში სამოგზაუროდ წავიდა რის შემდეგაც მხოლოდ ხელოვნების სფეროში გადაწყვიტა მუშაობა. მურილოს მრავალფეროვანი ნამუშევრები მოიცავს პერფორმანსს, ინსტალაციას, მხატვრობასა და ქანდაკებას – რაშიც იგი სხვადასხვა ტექნიკას იყენებს, მათ შორის ტექსტს, გადამუშავებულ მასალებსა და საკუთარ სტუდიაში შეგროვებულ ფრაგმენტებს.

mu  4545

Frequencies – ასე ჰქვია ოსკარ მურილოს მიერ შემუშავებულ საკმაოდ ამბიციურ, გრძელვადიან პროექტს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10-16 წლის სკოლის მოსწავლეებთან თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტის ფარგლებში ხელოვანი სკოლის მერხებს დროებით ამაგრებს ტილოებს რათა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების წახალისებას. პროექტის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გატარებისას ის აკვირდება არა მხოლოდ კულტურულ და სოციალურ განსხვავებებს, არამედ მსგავსებებისაც. განვითარებასთან ერთად სიხშირეები სხვადასხვა კულტურის კვეთას ასახავს. შედეგები კი, შეიძლება ითქვას, საკმაოდ შთამბეჭდავია. მაგალითად, ტილოებზე, რომელნიც არგენტინელ ბავშთა მერხებზე იყო დამაგრებული, ძირითადად ჰაშთაგები და გულები ეხატა, როდესაც კენიელი ბავშვების მიერ მოხატულ ტილოებზე იარაღი და ვერტმფრენები იყო ასახული, ისრაელის მცხოვრებთა მერხებზე კი რეპი და გრაფიტი.  მოსწავლეები ნამუშევრებზე ერთი სემესტრის განმავლობაში მუშაობენ, რაც ეხმარება ხელოვანს დააკვირდეს მათი შემოქმედებითი განვითარების ილუსტრაციას.

lamourabstrait  asmeretasmeret

პროექტი Frequencies ფონდი არის არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია რომელსაც კლარა დუბლანკი საბჭოსა და ხელოვანის მშობლებთან, ბელისარიო კაისედოსა და მარია მურილოსთან ერთად მართავს. ორგანიზაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებებში დიალოგის პრაქტიკის დანერგვა.

Frequencies თანამშრომლობს 100 სკოლასთან 50 ქვეყანაში, რომელთა შორის საქართველოცაა.  ხელოვანი კი ყოველი მოსწავლის ნამუშევარს საკუთარ ინსტალაციებში იყენებს და მათ პრესტიჟულ ბაზრობებსა და საგამოფენო სივრცეებში გამოფენს. რამდენიმე თვის წინ მურილომ პირველად წარადგინა ფართო საზოგადოების წინ საკუთარი პროექტი მსხვილმასშტაბიანი, ტილოზე შესრულებული ინსტალაციის სახით ვენეციის 56-ე ბიენალეზე.

IMG_1433

ვენეციის ბიენალეს შემდეგ Project ArtBeat დაუკავშირდა ოსკარ მურილოს პროექტის გუნდს და სექტემბრიდან მათთან თანამშრომლობს. Frequencies კოორდინატორი კლარა დუბლანკი პროექტის დამფუძნებლის, ოსკარ მურილოს მშობლებთან ერთად 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ეწვია. ქართველი ბავშვების განსხვავებული ხედვების ხაზგასასმელად მონაწილეობის მისაღებად შეირჩა ორი სკოლა, კერძო სკოლა „ჯეჯილი“ თბილისში და გორის N8 საჯარო სკოლა, რომლის მოსწავლეებსაც საკმაოდ ახლო შეხება ჰქონდათ 2008 წლის აგვისტოს ომთან.  აღსანიშნავია, რომ ორივე სკოლა პროექტში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო. თითოეულ სკოლაში პროექტის პრეზენტაციის შემდეგ მერხებზე დამაგრდა ტილოები, რომლებზეც მოსწავლეები ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

IMG_1439  IMG_1435

საქართველოს სკოლებში პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროცესები უკვე დასრულდა. ნამუშევრები უახლოეს მომავალში გაიგზავნება ხელოვანთან, რომელიც ქართველ მოსწავლეებთან კოლაბორაციით თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვან, ორიგინალურ ნამუშევრებს შექმნის.

წყარო: Widewalls, Complex, British Council Europe, Getty Images, artnet.

მარიამ ჩალაძე

აპრილი, 2016