Tag Archives: თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

ინტერვიუ გიო სუმბაძესთან ნიუ იორკში გალერეა Art in General-ში ქართველი არტისტების გამოფენის Beyond Credit შესახებ

2 თებერვალს ნიუ იორკში გალერეა Art in General-მა ბრუკლინში ქართველი არტისტების ჯგუფის გამოფენით Beyond Credit ახალი სივრცე გახსნა. გამოფენაში მონაწილეობენ თეა გვეტაძე, მამუკა ჯაფარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნინო სეხნიაშვილი და გიო სუმბაძე. კურატორი არის ვატო წერეთელი.

ქართველი კურატორის და არტისტების მრავალმხრივ საინტერესო გამოფენამ დამთვალიერებლების საკმაოდ დიდ ნაკადს უმასპინძლა და 2016 წლის აპრილამდე კიდევ ღია იქნება.  მოხარულნი ვართ, რომ გამოფენის მხარდამჭერთა შორის Project ArtBeat-იც არის.

Beyond Credit შესახებ გიო სუმბაძეს, Project ArtBeat-ის არტისტს და გამოფენის მონაწილეს ვესაუბრე.

es

მარიამ ლორია – ვისი იდეა იყო Art in General-ში გამოფენის გაკეთება? როგორ შეიკრიბეთ?

გიო სუმბაძე – შარშან მესტუმრნენ Art in General-ის კურატორები ქირსთენ ჩაპა (Kirsten Chappa) და ენ ბერლოუ (Anne Barlow). მათ შევხვდი და ვისაუბრეთ. შემდეგ ვატოს შეხვდნენ CCA-ში და უკვე საქმიანი ურთიერთობა დაიწყეს.  Art in General -თან თანამშრომლობით პირველი ჩუბიკას გამოფენა  გაკეთდა 2015 წელს. მეორე გამოფენა უკვე ჩვენი ჯგუფის არის Beyond Credit სადაც ვმონაწილეობთ თეა გვეტაძე, მამუკა ჯაფარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნინო სეხნიაშვილი, მე. გამოფენა კურირებული არის ვატო წერეთლის მიერ. ეს იყო პარალელურად მათი ახალი სივრცის გახსნა.

მ.ლ. შენ რას ფიქრობ გამოფენაზე? როგორი გამოვიდა?

გამოფენის კონტექსტი ძალიან კარგად  შეკრული და გამართულია. ყველა ნამუშევარი დიალოგშია  ერთმანეთთან. საქართველოსა და ამერიკის დიალოგის მხრივაც ძალიან გამართული და საინტერესო იყო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა. კარგად იყო ორგანიზებული ჩვენი მხრიდანაც და Art in General-ის მხრიდანაც. საერთოდ მნიშვნელოვანი ორგანიზაცია ჩანს. Project ArtBeat-ს მადლობა, რომ ხელი შემიწყო რომ წავსულიყავი გამოფენაზე. Art in General-ის სივრცეში რომ  გამოჩნდა, ეს  მგონი ArtBeat-ისთვის ძალიან კარგია.

ess

მ.ლ. შენი ნამუშევრის შესახებ მომიყევი რომელიც იყო Beyond Credit-ზე წარმოდგენილი.

გ.ს. – ნამუშევარი სპეციალურად ამ სივრცისთვის გავაკეთე. მას ქვია Connecting Skies / ცების დაკავშირება. ძალიან მაინტერესებს ეკოლოგიის თემა და ის პროცესები რაც ბუნებას შეეხება. შესაბამისად თვალყურს ვადევნებ ამ მხრივ მიმდინარე პროცესებს საქართველოშიც და ამერიკაშიც. რადგან საშუალება მქონდა, ამ თემას გამოვეხმაურე ჩემი ნამუშევრით.  მე მაინტერესებს ატმოსფერული ფიზიკა და გარემოს დაბინძურების/ სისუფთავის დონე, სად როგორი მაჩვენებელი არის. ამ მხრივ ამერიკა ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან ყველაზე მეტად უფრთხილდება ეკოლოგიას. შესაბამისად ჩვენი ღრუბლების ჩვენება იქ მემეტება, რადგან ვიცი რომ ამერიკაში ზრუნავენ გარემოზე, წმენდენ და ასუფთავებენ, არ აბინძურებენ მას. ამ მხრივ საინტერესო იყო ამერიკის კონტექსტი.

მეორე მხრივ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დიალოგი  Beyond Credit-ის არტისტების ჯგუფთან  და კურატორთან. თეა გვეტაძესთან ერთად პირველი გამოფენა იყო და მეამაყება. სხვებთან ადრეც მიმუშავია და საინტერესო იყო მათთან მუშაობა კიდევ ერთხელ.

მ.ლ.ჩამოიტანე ნიუ იორკიდან იდეები? მასალები?

გ.ს. – კი, რა თქმა უნდა! ასე შორს ტყუილად წასვლა დაუფიქრებელი იქნებოდა. ის მასალები, კადრები რაც ნიუ იორკიდან მაქვს, ვფიქრობ რომ რაღაცნაირად ნამუშევრების სახესაც მიიღებს. ჯერ არ ვიცი სად და როგორ ვაჩვენებ.

 

მარიამ ლორია

მარტი, 2016

„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს!“ არტისტერიუმი 2014

10285466_735482969838916_6860294741983882974_o

 

 

თბილისის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა – არტისტერიუმი,  – ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა, 2014 წლის 7-17 ნოემბერს  ტარდება. არტისტერიუმი თბილისის რამდენიმე საგამოფენო სივრცეს მოიცავს, ესენია: თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი,  ლიტერატურის მუზეუმი, სამხატვრო აკადემია, გალა გალერეა, ევროპის სახლი, გალერეა კონტეინერი.

Continue reading